მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული, შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე, მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“

მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული, შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე, მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილება მფრინავმა, იმედა მაისურაძემ ისაუბრა კოდორში ჩატარებულ 2006 წლის ივლისის სპეცოპერაციაზე.
იმედა მაისურაძის განცხადებით, ხელმძღვანელობამ ისინი დაარწმუნა, რომ ოპერაციის ჩატარების ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებული იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მიფრენისას დაინახეს ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით ხელში.
„ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ გაფრენა. სიტუაცია ისეთი იყო იქ უარის თქმას ფაქტობრივად ვერავინ გაბედავდა. ისე ჰქონდათ სიტუაცია დაყენებული პირად შემადგენლობაში და მთელს შეიარაღებულ ძალებშიც. პირველი გაფრენა რომ შევასრულეთ იქიდანაც იყო ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენს სატრანსპორტო ვერტმფრენს მოხვდა რამდენიმე ტყვია და ეკიპაჟებმა რომ ითხოვეს დამხმარება, მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვერ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ მორბენალი ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი ზეწრებით. 100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული იქიდან და შესაბამისად მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“.
რეზულტატ რომ ვერ მიიღეს ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ, ჩვენ რომ დავბრუნდით სენაკში ბაზაზე უკან, უკვე იცოდნენ რომ ის მიზანი რაც ჰქონდათ ვერ მიაღწიეს“,-განაცხადა იმედა მაისურაძემ.
Previous: 2006 წლის ივლისის ბოლოს მივიღეთ დავალება, რომლის შინაარსი იყო ორი სახლის განადგურება – კონკრეტულად, ნორა და ემზარ კვიციანების სახლები უნდა განადგურებულიყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დაგვავალა

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი

დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის – ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციული წერილი არავის უკვირს

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში – ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით