მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი
„ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა“-განაცხადა თბილისის მერმა, მ გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება.
„მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ის ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოსული იყო თუნდაც, ოჯახის სიწმინდის დღეზე რა თქმა უნდა, ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და ესეც კიდევ ერთი მესიჯი იყო იმისა, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“-განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს