მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა — ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა ანაკლიის პორტის საქმეზე სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი არგუმენტები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
„დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა… გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სასამართლომ დაადინა, რომ ინვესტორმა საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.
„პროექტის კომერციული რისკის მატარებელი ასევე იყო ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუძლია პროექტის განხორციელებაში. არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ კანონიერად მთავრობამ კანონიერად შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციაზე სრულად უარყოფილ იქნა. პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 000 დოლარის გადახდის ვალდებულება“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო 2020 წლიდან განიხილავდა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელს, რომელიც მთავრობის მიერ მიზანმიმართული ქმედებების შედეგად პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტას შეეხებოდა და კომპენსაციის სახით დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational () და TBC Hodling (საქართველო). „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.
2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.
მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი დანაა, ხოლო მეორე- ასევე ჩინეთიდან.თუმცა გასულ წელს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით მათ არ გამოუხატავთ.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
2024 წელს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.
ამ თემაზე:
კობახიძის თქმით, ანაკლიის კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავა წააგო
ხაზარაძის ცნობით, საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტის დავაზე გადაწყვეტილება მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ