მოსამართლის ცოლის რუსული კავშირები – რა წერია ვასილ როინიშვილის დეკლარაციაში

საკონსტიტუციოს მოსამართლე როინიშვილის ცოლი ს ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა
– ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილმა თავად მიუთითა დეკლარაცაში და დაწერა, რომ მისი მეუღლე, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა და ხელფასსაც რუსულ რუბლებში იღებდა.
· სოციალურ ქსელ LinkedIn-ის მიხედვით, დიანა ცინდელიანი რუსეთში 2008 წლიდან მუშაობს, ვაჭრობის სამინისტროში კი 2016 წლიდან, უკვე 8 წელია, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს.
მოსამართლე ვასილ როინიშვილის ობიექტურობის მიმართ კითხვის ნიშნები მესამე სექტორს დიდი ხანია აქვს – როგორც არასამთავრობო სექტორში აღნიშნავენ, ის კლანთან დაახლოებული პირია.
მათივე თქმით, ალბათობა დიდია იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.
„ეს არის მოსამართლე, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მოდის და მისი წარსული დაკავშირებულია გავლენიან ჯგუფთან, რომელიც საერთო სასამართლოს აკონტროლებს. მისი დანიშვნაც თავიდანვე იწვევდა კითხვის ნიშნებს, იმასთან დაკავშირებით რამდენად იქნებოდა ის ობიექტური, დამოუკიდებელი და ხომ არ გაატარებდა სასამართლოსა და ხელისუფლების ინტერესებს“ – თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძემ
„მას ჰქონდა მოგვიანებით უკვე კლანის მხარდაჭერა, როდესაც გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივად კითხვები სულ იყო რამდენად იყო დამსახურებული მისი კარიერული განვითარება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ მოსამართლის რეპუტაციასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნა მოხდა, სწორედ ამ მიზნით, რომ კლანმა გაააკონტროლოს არა მხოლოდ უზენაესი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო. დარწმუნებული ვარ, ის ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რომ მიღებულ იქნას ქართული ოცნების და კლანის სასარგებლო გადაწყვეტილება“ – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა. ,,ტვპირველი”