მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაციისთვის –

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, ხელოვანები, დაკავებულების მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებიან.
ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მოსამართლე მიიღებს, მნიშვნელოვანია ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის.
ძალიან ვღელავთ, რადგან უკვე მოსამართლე გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და სასამართლოს რეპუტაციისთვის, რომელიც აქვს შერყეული. სულ მინდა, გამოჩდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაუფრთხილდებიან თავისი დაწესებულების სახელსა და სტატუსს. ვუშვებთ იმას, რომ არის გარკვეული მითითებები, რომელსაც არასრულებს სასამართლო. ჩემი მთავარი იმედი არის, რომ აღმოჩდნენ კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ისევე როგორც მე მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც მეცოდინება, რომ ექიმი იცავს ჰიპოკრატეს ფიცს და ასევე მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მეცოდინება, რომ მოსამართლე იცავს სამართლიანობას”, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა