“მოსამართლის და მიდის იზოლატორებში და ძმის მიერ დაპატიმრებულ ადამიანებს უგზავნის საჭირო ნივთებს” – ნათია გაბრავა

სამოქალაქო აქტივისტი, ნათია გაბრავა:
ელენე ცაცუაზე ცალკე მოსაყოლი ამბებია. ელენე მანუჩარ ცაცუას დაა, მანუჩარი ის უსამართლო მოსამართლეა უამრავი ადამიანი რომ დააჯარიმა და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იზოლატორებში გაუშვა. ხოდა, ეს გოგო ყველა მათგანთან მიდის იზოლატორებში და სრულიად ჩუმად, უგზავნის ამ ხალხს საკვებს, სასუსნავს და საჭირო ნივთებს. ოღონდ თან გამოიკითხავს დაკავებულების გემოვნებას და ისე. ასეთი ამბები გადაგვარჩენს, ჩემი აზრით..
ცნობისთვის, საბა ბაღდავაძეს 30 დღე ფეიერვერკის ცაში გასროლის გამო მიუსაჯეს და დღეს, მას იზოლატორიდან გამოსვლისას დახვდა სწორედ იმ მოსამართლის და, ვინც მიუსაჯა.
საბას იზოლატორთან ფეიერვერკებით დახვდნენ:

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)