მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, -მ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
შესაბამისად, მელიას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
მელია მოსამართლეს წყალი 30 მაისს სასამართლო პროცესზე შეასხა, სადაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის საკითხი განიხილებოდა. მელიამ სხდომაზე შვანგირაძეს „დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლი“ უწოდა და პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.
მოსამართლემ მელია დარბაზიდან გააძევა და პატიმრობა შეუფარდა.
მელია 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის შეურაცხყოფა).