მოსამართლე წინააღმდეგია ბრალდებულ ალიევს მხოლოდ მისთვის სასურველი ადვოკატი იცავდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი დღეს, 23 აპრილს აგრძელებს პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა ადამიანის საქმის განხილვას. მან სხდომა ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილს უარი უთხრა, მხოლოდ ის ყოფილიყო 34 წლის ინსაფ ალიევის ინტერესების დამცველი.
თავად ინსაფ ალიევმა პროცესზე დაადასტურა, რომ ადვოკატად მხოლოდ გუჯა ავსაჯანიშვილის სურს და არა სახაზინო ადვოკატი – გიორგი მდინარაძე, რომელიც მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბრალდებულის სხვა კერძო ადვოკატებმა 11 აპრილს თვითაცილების საკითხი დააყენეს.
მოსამართლე მჭედლიშვილმა თქვა, რომ ამ განცხადების მიღების შემდეგ, სხდომაზე სახაზინო ადვოკატი გიორგი მდინარაძე გამოიძახა და ის დაიცავდა ბრალდებულის უფლებებს, გუჯა ავსაჯანიშვილთან ერთად. დღეს მდინარაძე სხდომას არ დასწრებია.
„მე არ მაქვს უფლება ჩემი ნებით ავარჩიო ვინ დაიცავს ჩემს უფლებას?! არ მინდა გიორგი მდინარაძე“, – თქვა იმსაფ ალიევმა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამ სისხლის სამრთლის საქმეში მონაწილე სხვა ადვოკატებმა თამარ მჭედლიშვილის აცილება მოითხოვეს.
„თქვენ გაქვთ ინტერესი საქმეში ჩართული იყოს სხვა ადვოკატი და ეს თქვენს მიკერძოებაზე კითხვის ნიშანს აჩენს. პოლიტილური პროცესია, დღეს მომსწრე გავხდით, რომ ბრალდებული ირჩევს ადვოკატს, თქვენ კი ეს პრინციპი შელახეთ… ფაქტობრივად, თქვენ ბრალდებულს უთხარით, რომ ვალდებული ხართ დაგიცვათ იმ ადამიანმა, რომელსაც არ ენდობით და არ გსურთო“, – თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
მისი პოზიცია გაიზიარეს მისმა კოლეგებმა, რომლებიც სხვა ბრალდებულებს იცავენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 აპრილს გრძელდება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის (ირაკლი მიმინოშვილი, ვეფხია კასრაძე, ვალერი კაძელაშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე) საქმის განხილვა. ისინი 2024 წლის 7 დეკემბრიდან „მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით“ პატიმრობაში არიან.
„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი ს ჩატარების მოთხოვნით. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
ირაკლი მ თავისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის – სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა – აქციები ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა სისხლის სამართლის წესით, ასობით ადამიანი კი – ადმინისტრაციული წესით. ამის მიუხედავად პროტესტი არ წყდება.
ფორუმი