მოსამართლე ცეკვავამ 10 მომიტინგეს, ვინც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 10-ვე მომიტინგე, ვინც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებდა, 500-500 ლარით დააჯარიმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულები არიან:
· ლაშა ფარულავა
· ნიკოლოზ კუჭუხიძე
· ნოდარ ჩიკვილაძე
· ნონა კიურეგიანი
· თინათინ მესხი
· ბანიამინ კასიმოვი
· ვახტანგი მაღრაძე
· არჩილ მუსელიანცი
· სოფიკო ბერულავა
· ნინო ლიპარტელიანი
საქალაქო სასამართლოში აქტივისტების საქმის განხილვა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტებს ნოემბერში გამართული აქციების პერიოდში გზების გადაკეტვას ედავებიან. ერთ-ერთი პროცესიდან გააძევეს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა, რომელმაც ზვიად ცეკვავას შეახსენა, რომ სწორედ ის იყო მოსამართლე, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ ფარულავა დარბაზიდან გააძევეს და წესრიგის დარღვევისთვის დამატებით 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს