მოსამართლე ყოლბაიამ პროფესორი და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი პატიმრობაში გაუშვა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა 5-ვე მათგანს ჯგუფურ ძალადობას ედავება.
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია. დაკავებულებს ბრალდება დღეს წარედგინათ.
სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს