მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გდდ-ის თანამშრომლის, ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გდდ-ის თანამშრომლის, ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო ლომიძე-ზასოხაშვილის პროცესი დახურა – ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული შუამდგომლობით მოსამართლეს საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ მიუხედავად სხდომაზე ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვისა, მოწმის ფოტო მაინც გავრცელდა.
პუბლიკას ცნობით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროკურორს ფოტოს ჩვენება სთხოვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ფოტო დღევანდელი პროცესიდან გავრცელდა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გალუსტაშვილის თქმით, სხდომაზე დამსწრეებს არაერთხელ მოუწოდა, რომ ფოტოს გადაღება არ შეიძლებოდა და რადგან ასეთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, პროცესი დაიხურა და დარბაზი ყველა დამსწრეს დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი