მოსამართლე, ლელა მარიდაშვილი ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა

პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის საქმის მოსამართლე, ლელა მარიდაშვილი ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა.
“ქართული ოცნების წარმომადგენელი ბრძანდებოდით?“ | ჰკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოსამართლე ლელა მარიდაშვილს, რაზეც მოსამართელმ უპასუხა – “კი ბატონო”.
ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან ის პოლიტიკურად მიკერძოებულია:
“გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ თქვენ მკაფიოდ გამოხატული პრეფერენციები გაქვთ იმ პარტიისადმი, რომელიც ასამართლებს ბრალდებულებს, თანაც ასამართლებს ისეთი ბრალდებით და იმ დანაშაულისთვის, რომელიც დადასტურების შემთხვევაშიც კი, დღეს რომ აღიარონ საქმე… ამ ადამიანებისთვის ციხეში ცალკე, პოლიტიკური ფლიგელია გამოყოფილი… თქვენი წინსვლა, რომელიც გაგრძელდა სასამართლოში, მკაფიოდ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და ეჭვი მაქვს, რომ ამას უკავშირდება თქვენი სასამართლოში წამოსვლა” – თქვა შოთა თუთბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების შესაძლებლობა! ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება!

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა