მოსამართლე იმერლიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს საკონსტიტუციოს დატოვების მიზეზს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი, რომელიც 20 ოქტომბრიდან თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს, რადიო თავისუფლებასთან გადაწყვეტილების მიზეზად ბათუმში არსებული კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან შემოთავაზებას ასახელებს.
დღეს საღამოს, 17 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე ირინე იმერლიშვილი 20 ოქტომბრიდან დატოვებს თანამდებობას.
ამავე წყაროს თანახმად, იმერლიშვილი, – რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურება, – პოსტს ტოვებს საკუთარი განცხადების საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესცენტრის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, – რომელიც აპრილში აირჩიეს, – უკვე გამოცემული აქვს შესაბამისი განკარგულება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – წერს სასამართლო.
„რექტორობის შეთავაზება“
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ირინე იმერლიშვილს კითხვით, რა იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რაზეც მან მოგვწერა:
„11 თვე მქონდა უფლებამოსილების დასრულებამდე დარჩენილი. შემოთავაზება მივიღე კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორობაზე და დავთანხმდი“.
მისი თქმით, ეს უნივერსიტეტია „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი“ ბათუმში და იქ ახალ სამსახურს მომავალი კვირიდან იწყებს.
· „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი “ ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროზე ფოკუსირდება;
· მისი დამფუძნებელია ენვერ იუჯალი, – BAU Global და Bahçeşehir Ugur საგანმანათლებლო ინსტიტუტების (BUEI) დამაარსებელი.
რას ამბობს ირინე იმერლიშვილი „ოცნების“ სარჩელზე
რადიო თავისუფლებამ ირინე იმერლიშვილს ჰკითხა, ამ მიზეზის გარდა, მისი გადაწყვეტილება რაიმე ფორმით უკავშირდება თუ არა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს.
„სარჩელს რაც შეეხება, სასამართლოში არ შესულა, შესაბამისად ჯერ ვერაფერს გეტყვით მასზე, – როდის შევა, რა ფორმით და რა მოთხოვნით“, – მოგვწერა მოსამართლემ.
„იურისტისთვის ძნელია, თუ არ წაიკითხა, ზეპირად რამის თქმა, მით უფრო, რომ ახალი ცვლილებები შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში“, – განმარტავს ის.
„გააჩნია, როდის შეიტანენ სარჩელს და რამდენ ხანში დაიწყებს სასამართლო პროცედურებს. რადგან სასამართლოს მისი განხილვისთვის და გადაწყვეტილების მისაღებად არცთუ მცირე, 9-თვიანი ვადა აქვს, შეიძლება, ვერც კი მომესწრო უფლებამოსილების ამოწურვამდე“, – ეუბნება ირინე იმერლიშვილი რადიო თავისუფლებას.
· „ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვისა და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით.
· ეს სარჩელი მზადდება „ქართული ოცნებით“ დომინირებულ პარლამენტში ს ხელმძღვანელობით მოქმედი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
· 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
· „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სარჩელში „შეიძლება იყოს 10-მდე პარტია… მცირე პარტიების ჩათვლით“, რომლებსაც ისინი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ მიიჩნევენ და რომლებიც, კობახიძის თქმით, „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში“ იყვნენ ჩართულნი.
· ამასთან, „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა „ასაკრძალი“ ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი „თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან“.
ვინ რჩება სასამართლოში
ირინე იმერლიშვილის მიერ პოსტის დატოვება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას არ შეაფერხებს. 8-წევრიანი პლენუმი შეძლებს საქმეების განხილვის გაგრძელებას.
· ირინე იმერლიშვილმა 2024 წელს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ს იმპიჩმენტს, – რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა.
· მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა სასამართლოს პოზიციას, არ მიეღო წარმოებაში ს შესახებ ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების სარჩელები.
საკონსტიტუციო სასამართლოში რჩება 8 მოსამართლე:
· რევაზ ნადარაია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
· ვასილ როინიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე;
· მანანა , თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე;
· გიორგი თევდორაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი;
· ევა გოცირიძე;
· გიორგი კვერენჩხილაძე;
· თეიმურაზ ტუღუში.
ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა, რომელსაც სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა 30 მარტს ამოეწურა, 2025 წლის აპრილის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მინისტრის თანამდებობას პაატა სალია იკავებს.
ფორუმი