პროევროპულ აქციებზე დაკავებულ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
19 წლის სტუდენტი საბა ჯიქია 5 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან.
დღევანდელ პროცესზე საბა ჯიქიამ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა:
“რთულია იმის ყურება, როგირც ცდილობენ იძალადონ თქვენზე და ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავ როგორ იცავთ თქვენს უფლებას.
