მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მოსამართლე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევა.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.