მოსამართლე ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენის გამოსატანად გავიდა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს.
როგორც მაშინდელმა სდსს-ის უფროსმა, თემურ ჯანაშიამ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, მის წინააღმდეგ 11 წლის განმავლობაში, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება მიმდინარეობდა. მისი თქმით, ფინანსები, რომელსაც ბრალდების მხარე საბიუჯეტო სახსრებით ფლანგვად აფასებს, კონკრეტული მიზნობრიობით დაიხარჯა.
ასევე, მან საქმეში კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის შესახებაც მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცნობა და ის დაეხმარა, ფინანსური სახსრების მოძიებაში. მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი აქვს და მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არანაირი საბაბი არ აქვს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება