მოსამართლე გოგუაძემ 12 აქტივისტი დააჯარიმა – 6 000 ლარი სისტემის სასარგებლოდ

16 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის უნებართვოდ გადაკეტვის ბრალდებით, 12 ადამიანის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება დასრულდა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ყველა აქტივისტი დააჯარიმა:
· გოგიტა სოლომონიძე – 500 ლარი
· დარიკო ჩიტაძე – 500 ლარი
· ელგუჯა ბაგრატიონი 500 ლარი
· ირმა კომახიძე – 500 ლარი
· ნიკოლოზ მირცხულავა – 500 ლარი
· ირაკლი ჯორბენაძე – 500 ლარი
· აზა გაბუნია – 500 ლარი
· ლევან გორგილაძე – 500 ლარი
· ვაჟა დარჩია – 500 ლარი
· ირმა ზოიძე – 500 ლარი
· თორნიკე კაკალაძე – 500 ლარი
· ლაურა ქარცივაძე – 500 ლარი