მოსამართლე გიორგი ჩემია გარდაიცვალა

მოსამართლე გიორგი ჩემია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მისი კოლეგა მაია ჯვარშეიშვილი ავრცელებს.
„მე ძალიან კეთილი, ერთგული და საიმედო მეგობარი მყავდა…
მრცხვენია, რომ გვერდით ისე ვერ დავუდექით, როგორც იმსახურებდაო, ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა დაწერა… მართალია.. გვაპატიე გიო, რომ ისე ვერ დაგიდექით გვერდით, როგორც იმსახურებდი…
შენ არ დაგიმსახურებია ის ტკივილი, რომელსაც ვერ გაუძელი. მშვიდად განისვენე… უფალი, რომელიც შენ გწამდა, გიყვარდა და გეიმედებოდა, ყველაფერს ხედავს…
მჯერა, შენი სული დაიმკვიდრებს სასუფეველს მართალთა შორის და იქიდანაც არ მოაკლებ ლოცვას შენს ოჯახს… არც ჩემი ოჯახი დაგავიწყდება… ამქვეყნად ხომ არ გვაკლდა შენი ლოცვა. მშვიდობით.. უსამართლობაა შენი გარდაცვალება, გიორგი ჩემია“, – წერს მაია ჯვარშეიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ჩემია სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი იყო.
2002-2006 წლებში იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში;
2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2010 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა