მოსამართლემ ღამის 04:00 საათზე გადაწყვიტა, სადიგოვი აზერბაიჯანში გაეძევებინა

2
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიის 4 საათზე მიიღო. ინფორმაციას მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ავრცელებს.
ჟურნალისტის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.
აფგან სადიგოვი თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების აქტიური მონაწილეა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2025 წელს გზის გადაკეტვის საბაბით ორჯერ დააკავეს.
ჟურნალისტი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს 2024 წელსაც.
გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ  აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრებოდა.
ციხეში ყოფნისას სადიგოვი 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა.