მოსამართლემ რაც გააკეთა, ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმის, რომ პოლიტიკური ტყვეა – ბექა ბასილაია

მოსამართლემ რაც გააკეთა, ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმის, რომ პოლიტიკური ტყვეა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლის მიერ, სააკაშვილის საქმეზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ეს კიდევ დემონსტრირებაა იმის, რომ ვიდრე “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მანამდე სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში ეყოლებათ.“
ამ მოსამართლისგან და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკანონო გადწყვეტილებები ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ ეს კიდევ დემონსტრირებაა იმის, რომ ვიდრე “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მანამდე სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში ეყოლებათ. ახლა რასთან გვაქვს საქმე- მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმსჯელა და გამოიყენა ისეთი ნორმები, რასაც პრაქტიკულად არ იყენებს. სსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება, მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა გვიტოვებს ჩვენ ვარაუდისთვის სივრცეს, რომ რეციდივს ჰქონდა ადგილი. ფაქტია, რომ 12 წელი და 6 თვე დაუნიშნა პატიმრობა საააკშვილს, რომელიც პატიმრობაში მყოფს, დამატებით პატიმრობებს უფარდებენ, – განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შეკრებითობით კი 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა