მოსამართლემ ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო გირაო პატიმრობით შეუცვალა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვაბე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროცესს არ დაესწრო .
14 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.
ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.