მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძისთვის ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ზურა გირჩი ჯაფარიძის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ზურა ჯაფარიძის ადვოკატების მხრიდან სასამართლო პროცესიდან გასვლა, სასამართლოს პროცესის გაჭიანურების მცდელობაა.
თუმცა, მოსამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა მოსამართლეს ორდერი წარუდგინა და განუმარტა, რომ ის დაიცავდა ზურა ჯაფარიძის ინტერესებს.
აღნიშნულს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა, თუმცა ზურა ჯაფარიძემ თანხმობა განაცხადა, რომ მისი ინტერესები სწორედ მას დაეცვა.
მოსამართლის შეკითხვაზე, როდის შეთანხმდნენ ისინი, რომ ზურა ჯაფარიძის ადვოკატი ყოფილიყო, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ერთი წუთის უკან”.
მოსამართლემ კი ქეთი ჩომახაშვილს ზურა ჯაფარიძის ინტერესების დაცვაზე უარი განუცხადა, რის შემდეგაც ქეთი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომა დატოვა.
“თქვენ ზურა ჯაფარიძეს ყველა უფლება დაურღვიეთ, შეგიძლიათ როგორც გინდათ ისე ჭრა და კეროთ”,- მიმართა ქეთი ჩომახაშვილმა, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია