თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კილიჩენკომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ზვიად რატიანის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობს “ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”.
პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მას პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას ედავებიან.
ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.
