მოსამართლემ დონალდ ტრამპის ბრძანება ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ დროებით დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ ს ბრძანება ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის შესახებ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ბრძანების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა.
მოსამართლემ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის ბრძანების შეჩერების გადაწყვეტილება იმ სარჩელის საპასუხოდ მიიღო, რომელიც გრანტის მიმღები ორგანიზაციების ჯგუფმა შეიტანა.
სარჩელში ნათქვამია, რომ თეთრი სახლის მიერ უკვე დამტკიცებული დაფინანსების დროებითი გაყინვა კანონის დარღვევას წარმოადგენს.
მოსამართლე ალიხანმა განაცხადა, რომ ფედერალური გრანტებისა და სესხების გაყინვის გეგმა, მინიმუმ, ორშაბათამდე შეჩერდება, მანამ, სანამ ამ საკითხზე ზეპირი კამათის საშუალება მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა