მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო. მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება – “ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი”, – აღნიშნა მოსამართლემ.