მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ალეკო ელისაშვილის საქმის შეწყვეტის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მიერ პოლიტიკური დევნის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
პოლიტიკოსს 2024 წლის 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესა და “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”, პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
მოსამართლემ დასაშვებად არ ცნო დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი ქუჩის ვიდეოგამოკითხვა, სადაც ადვოკატ, ზვიად კორძაძის თქმით ჩანს, რომ ალი ბაბაევის პოლიტიკურ მოღვაწეობას არავინ არ იცნობს და შესაბამისად, პოლიტიკური ნიშნით დევნის კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა საქმის შეწყვეტაც მოითხოვეს, არგუმენტით, რომ პროკურატურას პოლიტიკური დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს.
“დაზარალებულის ჩვენების გარდა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას არ აქვს შეფასებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ე.წ. დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ მტკიცებულება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს საქმეში არ არის. როგორ შეუძლია პროკურორმა თქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როცა ხმა არ აქვს ვიდეოს და პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა როგორ ამოიცნო უხმო ვიდეოში, ცოტა გასაკვირია” “დევნა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი ფაქტი, ქართულად ნიშნავს განგრძობად პროცესს. დარტყმა, ცემა ერთჯერადია, დევნა განგრძობადი ფაქტი. რა დევს საქმეში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით? თუ მაჩვენებთ შეფასებასაც ვერ გავაკეთებთ. მარტო დაზარალებულის ჩვენებით განაჩენი ვერ დადგება. სისხლის სამართალი ამას არ იცნობს”, – თქვა ზვიად კორძაძემ.
მოსამართლე, ნინო თარაშვილმა არ დააკმაყოფილა საქმის შეწყვეტის მოთხოვნა და არსებითი განხილვა ჩანიშნა 6 თებერვალს 12:00-ზე.
პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, სადაც სრულყოფილად ასახულია ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი.
ზვიად გუბელაძის თქმით, მომხდარის მოტივი არის პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც დაზარალებული ალი ბაბაევი იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
“ობიექტური პირი, ვინც ამ ვიდეო-ჩანაწერს ნახავს, დარწმუნდება, რომ ეს თავდასხმა იყო ცალმხრივი. ალექსანდრე ელისაშვილი ზურგის არიდან დაესხა თავს დაზარალებულს, მას ჯერ მიაყენა სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფა”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
საპირისპიროს ამბობს ზვიად კორძაძე, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი: ” დაზარალებულის ჩვენების გარდა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას არ აქვს შეფასებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ე.წ. დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ მტკიცებულება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს საქმეში არ არის. როგორ შეუძლია პროკურორმა თქვას, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა, როცა ხმა არ აქვს ვიდეოს და პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა როგორ ამოიცნო უხმო ვიდეოში, ცოტა გასაკვირია”, – ამბობს ადვოკატი.
ელისაშვილი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, ოპოზიციონერების შეხვედრის პარალელურად დააკავეს „ქორთიარდ მარიოტის“ მიმდებარედ მომხდარი შელაპარაკებისას მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ერთად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილი არა ამ ფაქტზე, არამედ „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.