„მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი აბულაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის ფარულობაზე ექსპერიმენტი ს ჩაატარობინა, ხოლო როცა სხდომის თავმჯდომარის მიერ შეცურებულ ბიულეტენში ხმის ფარულობა დაირღვა, მოსამართლემ განაცხადა, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო, როცა ის ს თანამშრომელმა ჩაატარა.
როგორც აბულაძე ყვება, ცესკოს შუამდგომლობით, ექსპერიმენტი თავიდან ტარდება, რათა საქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს ანალოგიური ექსპერიმენტი არ დაერთოს.
· თეთრიწყაროს ექსპერიმენტის საფუძველზე, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ამ ოლქში შედეგები ბათილად გამოაცხადა
ექსპერიმენტის ჩატარება სასამართლომ ცესკოს თანამშრომელს დაავალა, რომელიც საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებზე იყო ხოლმე ინსტრუქტორი.
პირველი შეცურებისას მაინც შევძელი წრის დანახვა. ამის შემდეგ, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ და თავად ენახათ ექსპერიმენტის შედეგები. ამჯერად, ცესკოს თანამშრომელმა ბოლომდე მიაყოლა კონვერტი და რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა არჩევანი. თუმცა ცესკოს საინფორმაციო ვიდეოში ასეთი ინსტრუქცია ამომრჩევლებისთვის არ ყოფილა და ვერც ამომრჩეველი შეძლებდა ასე კონვერტის მიყოლებას პირველივე ცდისას“, – წერს აბულაძე.
მისი თქმით, შემდეგ „საიას“ გუნდმა სთხოვა მოსამართლეს, თავად ჩაეტარებინა ექსპერიმენტი – „ამჯერად, შევძელით არჩევანის თანახვად. [ეს შეძლეს] თავად მოსამართლეებმაც“.
„ბოლოს, როდესაც აღინიშნა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ბიულეტენის უკან აღნიშვნა, ამაზე [მოსამართლე] გვრიტიშვილმა გაგვიცხადა – ექსპერიმენტი დასრულდა როცა ცესკოს თანამშრომელმა მოათავსა ბიულეტენი. მერე რა დავინახეთ, არ აქვს მნიშვნელობაო. უტიფრობა ასე პირისპირ, პირველად დავინახე“, – ამბობს იურისტი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ