მოსამართლემ ანტონ ჩეჩინი პატიმრობაში დატოვა

ანტონ ჩეჩინი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესს ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც თბილისში ანტირუსულ დემონსტრაციებს ესწრებოდა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის გამო ასამართლებენ.
არ გვქონდა იმის მოლოდინიო, რომ რეალურად დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ან შემდგომ პროცესებზე, როცა მოხდება გადასინჯვა კონკრეტული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, ამ შემთხვევაში პატიმრობას ვგულისხმობ, არ იქნება შეცვლილი სასამართლოს მხრიდან. სამწუხარო, ფაქტია თუმცა არ გვაქვს ამის მოლოდინი. რეალურად, მიმალვის საფრთხე ფიზიკურად ვერ იარსებებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი იმ რეჟიმს გამოექცა რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც დღესაც მმართავს რუსეთის ფედერაციას. ლოგიკას მოკლებულია რომ გაიქცე იმ ქვეყანაში, საიდან ხარ დევნილი” – ამბობს ადვოკატი.