მოსამართლემ ადვოკატებს გადასცა განაჩენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი მოამზადა და გრიგორიადისის ადვოკატებს გადასცა. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი, ისინი ამ დოკუმენტით უკვე მიდიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რათა მას გადასცენ შეწყალების აქტის გამოსაცემად. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ლაზარემ შესაძლოა დღესვე დატოვოს პენიტენციური დაწესებულება – მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი პენიტენციურ დაწესებულებაში მიდის, პატიმარი მყისიერად ტოვებს ციხეს.
გადაწყვეტილება გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ 12 აპრილს გამოაცხადა და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს გახდა ცნობილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა.
პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა – მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო.
ს საქმის ქრონოლოგია:
· რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
· 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
· 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა.
· 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი მადისკრედიტებელი განცხადებებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
· 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისმა მამა – ბექა გრიგორიადისი – დაჭრა.
· 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.
· 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა.
· 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
· ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა “აგენტების კანონის” ხელახალ ინიციირებას, – სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო “აგენტების კანონის” მცირედით შეცვლილი რედაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა