მოსამართლეებს რესტორან ბაბილოს დატოვება პროტესტის ფონზე უწევთ

მოსამართლეებს, რომლებიც რესტორან ბაბილოში იმყოფებოდნენ, ტერიტორიის დატოვება ხმაურის ფონზე უწევთ. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც მათ შეძახილებით აცილებენ და რამდენიმე მათგანს კვერცხებიც ესროლეს.

ჟურნალისტებმა მოსამართლეებთან გასაუბრება სცადეს, თუმცა რესტორნის დატოვებისას მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოსამართლეების ნაწილი ბაბილოში კვლავ რჩება. მათ კი, ვინც გასვლას ცდილობს, ტერიტორიის დატოვებაში პოლიციელები ეხმარებიან.
მოსამართლეები რესტორან ბაბილოში დღის მეორე ნახევარში შეიკრიბნენ. იქ იმყფოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძეც.