“…მოსამართლეები პირველ კითხვას იმას კი არ სვამენ ვინ არის დამნაშავე? არამედ, პირველი კითხვა რასაც ისინი სვამენ – ჩვენიანია თუ არა, ჩვენს მხარეს არის ეს კაცი? და თუ უთხრეს, რომ კი, “ოცნების” მომხრეა და თუ უთხრეს, რომ საერთოდ მისი მინისტრია, ან რაღაცა, ნუ, ის დამნაშავე არ არის. სამართლიანობა არ დგას იმაზე ვინ ხარ შენ, რა თანამდებობის ხარ, სამართლიანობა დგას იმაზე, რამდენად დამნაშავე ხარ თუ არა ხარ. ამიტომ, სრულიად უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სრულიად უსამართლობამ მოიცვა მოსამართლეები, კანონდამცველები და ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი აღმოჩნდა არამათიანი. ვინც სიმართლეს და სამართალს ითხოვს არ არის მათიანი, ამიტომ ისინი დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ. რომელ ეპოქაში ვცხოვრობთ, თქვენ განსაჯეთ”
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/cb3644ab-4cfb-4edd-b26a-6f805e8c2d90_cx9_cy0_cw81_w1200_r1-gMJIhA-300x169.jpeg)