მოსალოდნელი ქარიშხლის გამო დორტმუნდში ყველა ფანზონა დაიხურა

მოსალოდნელი ქარიშხლის გამო დორტმუნდში ყველა ფანზონა დაიხურა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო. ასევე ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო აიკრძალა მსვლელობებიც სტადიონამდე.
მიუხედავად ამ პროგნოზისა, “პირველების” კორესპოდენტი დორტმუნდიდან იტყობინება, რომ ამ წუთებში გერმანიის ქალაქში მშრალი და უნალექო ამინდია.
გაფრთხილების გამო, ასევე დღეს დახურულია საჯარო გულშემატკივართა ზონები კიოლნში, დუსელდორფსა და გელზენკირხენში.