მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”. – წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.