მოსალოდნელია ძლიერი ყინვა და ქარი – უახლოესი დღეების პროგნოზი

  • მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 იან­ვრის ღა­მეს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ე­ცე­მა.

“თოვა ახ­ლაც არის, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­სუს­ტე­ბუ­ლია, თოვა თბი­ლის­ში გაგ­რძელ­დე­ბა 12:00 სა­ა­თამ­დე, შემ­დეგ უკვე გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი, ნა­ლე­ქი არ იქ­ნე­ბა. დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 21 იან­ვრის ჩათ­ვლით თბი­ლის­ში ძლი­ე­რი ქარი იქ­ნე­ბა. 22 იან­ვრი­დან უკვე ნა­ლე­ქი აღარ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს. ძლი­ერ ყინ­ვებს ვე­ლო­დე­ბით, რო­გორც ბარ­ში, ისე მთი­ან და მა­ღალმთი­ან ზო­ნა­ში.

23-ში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ ვე­ლო­დე­ბით ნა­ლექს, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა წვი­მის სა­ხით. ასე­ვე ნა­ლე­ქი, თოვ­ლის სა­ხით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შიდა ქარ­თლში. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებს, კა­ხეთ­სა და თბი­ლისს, უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა კვი­რის ბო­ლოს­კენ მო­ი­მა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რას, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ყინ­ვე­ბი 22 იან­ვრის ღა­მეს იქ­ნე­ბა – და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში -5 -3 გრა­დუ­სი ყინ­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა, კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე, სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში -1-3 გრა­დუ­სი. კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში -10 გრა­დუ­სი, თბი­ლის­ში -7 გრა­დუ­სი და რაც შე­ე­ხე­ბა შიდა ქარ­თლს შე­საძ­ლოა -15-მდე და­ე­ცეს ღა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა” – გვი­თხრა პა­პაშ­ვილ­მა.