„მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ძლიერი წვიმა…“ – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს:
„16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
დედაქალაქში, ახალი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება
VIDEO: „ვიკი ბოროტი გგონია?…“ – რას პასუხობს გიორგი პაპავა, ანა ქურდაძეს
„მისმა სიკვდილმა დროზე ადრე დამაბერა…“ – გია სურამელაშვილმა ამერიკაში, აქამდე უცნობი ამბები გაიხსენა