მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
meteo.gov.ge-ის თანახმად 20 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება 22 მ/წმ-მდე.
19 მარტს ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. 20 მარტს დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.