გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
სააგენტოს თქმით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.