მოსავლის მართვის კომპანია რთველის სუბსიდიის სახით დამატებით ₾160 მილიონს მიიღებს

შპს მოსავლის მართვის კომპანიას წლევანდელი რთველის სუბსიდიის სახით ბიუჯეტიდან დამატებით 160 მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ მიმდინარე წელს 26 დეკემბერს გამოცემული მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.
2025 წლის რთველის დაფინანსება თავდაპირველად 60 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ხარჯი ამაზე ბევრად მეტია და ჯამურად წელს ბიუჯეტს რთველის სუბსიდირება 220 მილიონი ლარი დაუჯდა.
წელს სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.