„მოსავლის მართვის კომპანია“ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვისთვის დამატებით 50 მლნ ლარს ითხოვს

შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შეძენისთვის დამატებით 50 მლნ ლარს გამარტივებული წესით ითხოვს.
კომპანია დამატებითი თანხის საჭიროებას ხსნის იმით, რომ შეუძლებელი იყო წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის ყურძენი დარჩებოდა ბაზარზე კომპანიების მიერ შეუსყიდავი.
„ვინაიდან მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად, სავარაუდოდ, საჭიროა დამატებით 50 000 000 ლარი“, – აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტებში.
ინფორმაციისთვის, „მოსავლის მართვის კომპანიამ“ რთველის ჩასატარებლად 50 მლნ ლარი ივლისში მოითხოვა და გამარტივებული წესით შესყიდვის თანხმობაც მიიღო. იმ შემთხვევაში თუ კომპანიამ დამატებით 50 მლნ ლარზეც თანხმობა მიიღო, 2025 წლის რთველზე ჯამურად 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს