ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის განცხადებით, კატარში ზავის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები გამართა. ამავე ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც კატარში დელეგაციამ ისრაელში დაბრუნების განკარგულება მიიღო.
“მოლაპარაკებების ჩიხში შესვლიდან გამომდინარე და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებების შემდეგ, მოსადის ხელმძღვანელმა დევიდ ბარნეამ დოჰაში მყოფ გუნდისთვის სახლში დაბრუნების განკარგულება გასცა”. – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს სახელით.
“ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ არ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც მოიცავდა ყველა იმ ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც ჰამასისთვის მიწოდებულ სიაში იყვნენ”. – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, მოსადმა მადლობა გადაუხადა CIA-ს ხელმძღვანელს, ეგვიპტის დაზვერვის მინისტრსა და კატარის პრემიერმინისტრს პარტნიორობისა და შუამავლობისთვის, რის შედეგადაც ღაზიდან 84 ქალისა და ბავშვის გათავისუფლება, ასევე უცხო ქვეყნის 24 მოქალაქის დაბრუნება გახდა შესაძლებელი.