„მოსადის“ ხელმძღვანელი: ყველა არაბმა დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღო, მან ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს

„მოსადის“ ხელმძღვანელი: ყველა არაბმა დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღო, მან ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს
ს საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დავიდ ბარნეამ განაცხადა, რომ მათ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღეს, ხელი მოაწერეს საკუთარ სასიკვდილო განაჩენს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“ყველა არაბმა დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა მიიღო, მან ხელი მოაწერა საკუთარ სასიკვდილო განაჩენს”, – აღნიშნა დავიდ ბარნეამ.
2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა.
სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.

ასევე დაგაინტერესებთ