„მოსადის“ ხელმძღვანელი – ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა

ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა, – ამის შესახებ „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ განაცხადა.
„დაე, ყველა არაბმა დედამ იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, მან საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა“, – განაცხადა დევიდ ბარნეამ.
დევიდ ბარნეამ კომენტარი „მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვი ზამირის დაკრძალვაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, 2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია