მოსადის უფროსი: ირანში ჩვენი მისია რადიკალური რეჟიმის დაცემამდე არ დამთავრდება

ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელი, დევიდ ბარნეაChaim Goldberg/Flash90ისრაელის სადაზვერვო სააგენტო მოსადის ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ცერემონიის დროს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ -ისრაელის სამხედრო კამპანიის დროს მოსადი “თეირანის გულში” მოქმედებდა და დაამატა, რომ ომში სააგენტოს პასუხისმგებლობა მანამ არ დასრულდება, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება.
“ჩვენ საჰაერო ძალებს ზუსტი სადაზვერვო მონაცემები მივაწოდეთ და ჩვენ დავარტყით იმ რაკეტებს, რომლებიც ისრაელს საფრთხეს უქმნიდნენ,” აღნიშნა ბარნეამ, თუმცა, მისივე თქმით, ისრაელის “მისია ჯერ არ დასრულებულა.”
“ჩვენ არ გვეგონა, რომ ეს მისია ბრძოლის დასრულებასთან ერთად მყისიერად დასრულდებოდა. მაგრამ ჩვენ ინტენსიურად ვგეგმავდით ჩვენი კამპანიის გაგრძელებას და შედეგების მიღწევას თეირანზე იერიშების შემდგომი პერიოდისთვისაც კი.” – განმარტა მან.
ბარნეას თქმით, ამ საკითხში მოსადის პასუხისმგებლობა “მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ეს რადიკალური რეჟიმი შეიცვლება.”
სააგენტოს უფროსის მიხედვით, ირანში რეჟიმის შეცვლა ისრაელის “მისიას” წარმოადგენს: “ჩვენ არ ვიქნებით გვერდით მდგომი დამკვირვებლები მორიგი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.” – ამბობს ის.