„მოსადის“ დირექტორი დოჰაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს და კატარელ მაღალჩინოსნებს შეხვდება

„მოსადის“ დირექტორი დავიდ ბარნეა დოჰაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ბილ ბერნსსა და კატარელ მაღალჩინოსნებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დოჰაში გასამართი მოლაპარაკებები დამატებით 20 მძევლის შეუფერხებლად გათავისუფლებაზე იქნება ფოკუსირებული და შესაძლოა, რომ მხარეებმა დროებითი ზავის გაფართოების შესაძლებლობაც განიხილონ, რათა ყველა ქალისა და ბავშვის გათავისუფლება მოხდეს.
ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, კატარში ეს „მოსადის“ დირექტორის, დავიდ ბარნეას მესამე ვიზიტია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ისრაელი და „ჰამასი“ ზავის ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება