მორჩით სასამართლოსა და მოსამართლეზე პოლიტიკურ ზეწოლას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას – ჭიჭინაძე მდინარაძეს

მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე “ქართლი ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ს ჰპასუხობს. ბრალდებული ჭიჭინაძე მდინარაძე განუმარტავს მისთვის წარდგენილი ბრალის შინაარსს და უხსნის, როგორ ვერ ადასტურებს პროკურატურა ამ ბრალდებას.
ჭიჭინაძე ჰპასუხობს მდინარაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის დროსაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებზე ისაუბრა. მდინარაძე მოძალადეებად მოიხსენიებდა დაკავებულებს და თეორიული მსჯელობის საფუძველზე ცდილობდა ემტკიცებინა, რატომ არიან ისინი დამნაშავეები. მდინარაძე ირწმუნებოდა, რომ “ყველა კარში ჩანს ჯგუფური ძალადობრივი ქმედება”. თუმცა, როგორც კი ჟურნალისტებმა კონკრეტულ ბრლადებულებზე და საქმეში არსებულ მტკიხებულებებზე დაუსვეს კითხვა, მდინარაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს “მტკიცებულებების რა სტანდარტია ამ საქმეებში”.
“რადგან ჩვენს საქმეს შეეხე და შენ თვითონვე თქვი რომ საქმის მასალებს არ იცნობ და ზოგადადაც მაღალი სტანდარტის იურიდიული ცოდნა ვერ აჩვენე, რამდენიმე რჩევას მოგცემ. ეტყობა 225-ე მუხლს საერთოდ არ იცნობ (გული მერევა კომუნიკაციის ამ ფორმაზე, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ). მუხლი 225: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ამ მუხლს აქვს ორი ნაწილი: ა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ბ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა. მაინც შეგახსენებ, რომ ამ მუხლით ვართ ჩვენ დაკავებულები. ამავე სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია თუ რა შემთხვევაშია დანაშაული ორგანიზებული -„დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება”. შენიშვნის სახით კი მითითებულია, ამ მუხლის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა”. თუ კიდევ ვერ გაიგე განვმარტავ, რომ ე.წ. ორგანიზატორები და ე.წ. მონაწილეები უნდა იყვნენ წინასწარ დაკავშირებულები, პირდაპირი კავშირით. აქ ირიბი კავშირიც არ არის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოქმედებით დაზიანდა და ვერც ერთმა დაზარალებულად წოდებულმა პიროვნებამ ხელი ვერ დაგვადო ვერცერთ ბრალდებულს. ვერც მე და ვერც სხვა ბიჭებს, რომლებიც ჩემთან ერთად სხედან სასამართლოებზე ჩემ გვერდით, უსამართლოდ უკვე მე-8 თვეა. მეტიც, ყველა ბრალდებულს სხვადასხვა დღეს გვედავებით. მაგ.: მე 29 ნოემბერს, გიორგი ტერიშვილს 1 დეკემბერს, სხვას 2 დეკემბერსა და 30 ნოემბერს და ა.შ. საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა სასამართლო რას გადაწყვეტს. ამიტომ, დაველოდოთ და მორჩით სასამართლოსა და მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, აფასებდეს მტკიცებულებებს და იღებდეს გადაწყვეტილებას. ობიექტური გამოძიება რომ ჩაგეტარებინათ, საქმე აქამდე არ მოვიდოდა. ისე, ასეთი კარგი და წესიერი ადამიანების დაჭერასაც მოხეხება უნდა. მადლობა რომ სასამართლოებზე გამაცანით. და ბოლოს, “There is no art to find the mind’s construction in the face” – ერთმა ჭკვიანმა ინგლისელმა კაცმა თქვა ერთი 400 წლის წინ”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.
· ეკონომიკურ დანაშაულზე მსჯავრდებული პირი ქვეყანას ციხის მოხდის შემდეგაც ვერ დატოვებს — ინიციატივა
· მდინარაძე: უპატრონოდ ძაღლის დატოვება ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება
· ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიას მადლობას უხდის

ასევე დაგაინტერესებთ

ბაკურ კვაშილავა: შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. იურისტს არ უნდა ეშლებოდეს ეს და ჟურნალისტი არ უნდა უსწორებდეს ტერმინს … “კონფლიქტის ესკალაცია”. არც ეშლება, რომ იცოდეთ განზრახ იყენებს ამ ანტისახელმწიფოებრივ ტერმინს