მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება

მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ს მიმართავს.
დეპუტატი სთხოვს ელჩს განმარტოს – რატომ ლობირებს იმ პარტიას, რომელიც უამრავი დანაშაულის ჩამდენია. მისი თქმით, კომისიის დასკვნას გადასცემენ ევროკავშირის ელჩსაც, რადგან სამახსოვროდ ჰქონდეს დანაშაულები, რასაც სჩადიოდა ის პარტია, რომელსაც ჰერჩინსკი ევროპული ღირებულებების მატარებლად მიიჩნევს.
„მე, ისევ და ისევ მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და იმ ელჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ მიიჩნევენ ნაცმოძრაობის რეჟიმს ევროპული ღირებულების პარტიად. მოქალაქეები, აქ მოდიან და ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს, მაგალითად დღეს აქ არიან ერთ- ერთი გამწარებული, მოკლული ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებზეც სამართლებრივად დადგენილია იმ რეჟიმის დანაშაული. ბატონო ელჩო (ევროკავშირის ელჩს, ს მივმართავ) ამ კომისიის დასკვნას გადმოგცემთ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელწერას და სავიზიტო ბარათს. რომ წაბრძანდებით საქართველოდან, გქონდეთ კომისიის დასკვნა, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც თქვენ ევროპული ღირებულების პარტიად მიიჩნევთ. გქონდეთ სამახსოვროდ ამ კომისიის დასკვნა იმ პარტიაზე, რომელსაც თქვენ ლობირებთ საქართველოში. მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ ამ ხალხს პასუხი, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება – ეს არის ჩემი მოთხოვნა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე