“მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ოცნება”. სინამდვილეში პირიქითაა” –

ყოფილი პარლამენტარი, :
საქართველოში უმაღლესი განათლება უფასო გახდებაო, მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”. სინამდვილეში პირიქითაა, სტუდენტების ნახევარს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება და მხოლოდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულების სწავლა დაფინანსდება მთლიანად ბიუჯეტიდან.
რას ნიშნავს ეს მავნებლური გადაწყვეტილება სტატისტიკურად:
საქართველოში არის 63 უმაღლესი სასწავლებელი, აქედან 19 სახელმწიფოა და 44 კერძო. წელს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პირველ კურსზე ჩაირიცხა 30 ათასი სტუდენტი, ხოლო კერძო უმაღლესებში 24 ათასი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლიდან დაფინანსდებიან მხოლოდ სახწლმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულები. სულ საქართველში 187 ათასი სტუდენტია, აქედან 37 ათასი უცხოელი. სახელმწიფო უნივერსიტეტებს მომავალი წლიდან აეკრძალებათ უცხოელების მიღება, რის გამოც წლიურად 80 მილიონ ლარს დაკარგავენ. უნდათ, რომ ამის კომპენსირება მოხდეს კერო უნივერსიტეტების ხარჯზე. ამ წესით სტუდენდებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას აიძულებენ. ასევე კერძო უნივერსიტეტებს უწყვეტენ საგრანტო დაფინანსებას და დაზოგილი ფული სახელმწიფო უნივერსიტეტებს გადაეცემათ. დაფინანსების ეს წესი დისკრიმინაციულია და შესაძლოა ანტიკონსტიტუციურიც, როცა არჩევანის თავისუფლებას უზღუდავ ახალგაზრდებს.