“მორიგი წარუმატებელი მცდელობა” – იტალიური გამოცემა “კვარასა” და “ნაპოლის” მოლაპარაკებებზე წერს

ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ცნობით, “კვარას” აგენტის მამუკა ჯუღელისა და “პარტენოპეის” მესვეურების შეხვედრა ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, სადაც მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა.
წყაროს ცნობით, “ნაპოლი” ხვიჩას კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს, მაგრამ გარემარბის აგენტი ფეხბურთელისთვის ჯერ ანაზღაურების გაზრდას ითხოვს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.
შეგახსენებთ, ს “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.