მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება – დიდი ალბათობით, ტუხელი “ბაიერნს” აღარ დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, დიდი ალბათობით, კლუბს აღარ დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
მიუნხენელებმა ტუხელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სეზონის მიმდინარეობისას მიიღეს, თუმცა მისი შემცვლელის პოვნა მარტივი არ გამოდგა, რამაც “რეკორდმაისტერს” გადაწყვეტილების შეცვლისკენ უბიძგა.
გამოცემის ინფორმაციით, ტუხელის აგენტსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა შედგა და მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა, მხარეები კი თანამშრომლობის გაგრძელებასთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, “ბაიერნის” გაწვრთნაზე უარი რალფ რანგნიკმა და ხულიენ ლოპეტეგიმ განაცხადეს.