მორიგი სიახლე ვოლტისგან – ვოლტმარკეტი უკვე ბათუმშია

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი, მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს.
მრავალფეროვანი პროდუქტით და ხარისხით გამორჩეული ვოლტმარკეტი უკვე ბათუმშია. 40%-მდე ფასდაკლებები, უფასო მიტანა ერთი კვირის განმავლობაში და 24-საათიანი სერვისი – ამ შეთავაზებებით სარგებლობა მომხმარებელს ბათუმში დღეიდან შეუძლია.
ვოლტმარკეტში, ტრადიციულად, არაერთი სახეობის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ყოველდღიურად ახალი ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საოჯახო და ყოველდღიური გამოყენების ნივთები. ეს მრავალფეროვნება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მარტივად და კომფორტულად შეიძინონ ყველაფერი, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ, სახლიდან გაუსვლელად.
მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება ვოლტისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტად გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ